“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ვესტ ბრომვიჩი” ზლატანის გოლებით დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩს “ვესტ ბრომვიჩისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება წარმოადგენდა (გამომდინარე სატურნირო მდგომარეობიდან).
აღნიშნული დაპირისპირება “მანჩესტერელთა” უპირატესობით დაიწყო და ასევე დასრულდა. მატჩის გმირად “წითელ ეშმაკთა” შვედი ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოგვევლინა, რომელმაც დუბლის გაფორმება მოახერხა.
შედეგად, 17 ტურის შემდეგ “ოლდ ტრაფორდელებს” 30 ქულა დაუგროვდათ, რაც მხოლოდ მე-6 ადგილის დაკავებისათვისაა საჭირო, “ვესტ ბრომი” კი მე-7 პოზიციას იკავებს 23 ქულით.
პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში ტონი პულისის გუნდი “ემირეიტსს” ეწვევა, ჟოზეს გუნდი კი “სანდერლენდს” მიიღებს.
“ვესტ ბრომვიჩი”: ფოსტერი; ნიომი, ოლსონი, მაკკაული, დოუსონი (მორისონი 74′); იაკობი, ფლეტჩერი; ფილიპსი, შადლი, ბრანტი; რონდონი
მთავარი მწვრთნელი: ტონი პულისი
“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ჯონსი, როხო, დარმიანი; ანდერ ერერა, კერიკი, პოლ პოგბა; ლინგარდი (რეშფორდი 77′), იბრაჰიმოვიჩი, რუნი
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: იბრაჰიმოვიჩი 5′, 56′