“მანჩესტერ იუნაიტედში” რონალდუსთან ერთად ვვარჯიშობდი, ახლა კი მე რძეს ვყიდი”
რიჩარდ ეკერზლი “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის ერთ-ერთი იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. 2007 წელს მას მანჩესტერელთა პირველ გუნდში დებიუტიც ჰქონდა. ის ამ გუნდის ვარსკვლავებთან ერთად ვარჯიშობდა და თამაშობდა.
ეკერზლიმ კარიერა 26 წლის ასაკში, 2015 წელს, “ოლდჰემ ატლეტიკში” დაასრულა, რის შემდეგაც საკუთარი ბიზნესის განვითარება დაიწყო.
“ოლდჰემი” ფინანსურად რთულ სიტუაციაში იყო. პატარა შვილი გვყავდა და ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ ფეხბურთიდან წასვლა მინდოდა. ფული საკმარისად მქონდა. ვფიქრობდი რონალდუზე, რომელთან ერთადაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ვვარჯიშობდი. ახლა მე სარძევე ფერმის მფლობელი ვარ და შვრიის რძეს ვყიდი.
ახლა საკუთარი სახლი და ეზო გვაქვს, საკვები პროდუქტები თავად მოგვყავს. პატარა დასახლებაში ვცხოვრობთ, სადაც სულ 40 ადამიანია, გზები არ არის. ყველაფერი, რაც მოგვყავს, ვეგეტერიანული და 100 პროცენტით ნატურალურია. თვეში 25000 ლიტრ რძეს ვაწარმოებთ. 22 ადამიანი გვყავს დასაქმებული და გვინდა, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში დიდ ბრიტანეთში ყველაზე მეტი რძე ჩვენ ვაწარმოოთ”, – განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა The Athletic-თან ინტერვიუში.
ერკეზლიმ “მანჩესტერ იუნაიტედი” 2009 წელს დატოვა, ამის შემდეგ ითამაშა ინგლისის ქვედა დივიზიონების რამდენიმე კლუბში. 2012 წელს იგი “ტორონტოში” გადავიდა, 2014 წელს კი “ნიუ იორკ რედ ბულზის” ღირსებასაც იცავდა.