„მანჩესტერ იუნაიტედში“ ვან გაალის დრო ამოიწურა“
„ნიუკასლისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის ლუი ვან გაალის შესახებ ისაუბრა.
„ვფიქრობ, ვან გაალს „ლივერპულთან“ მოახლოებული მატჩის ფრედ დასრულებაც კი ვერ გამოუვა. ის მეტ დროს ითხოვდა, რათა ახალგაზრდები შეთამაშებულიყვნენ. ახლა, მგონია, ეს დრო ამოიწურა.
არ შეიძლება წყნარად იმის ყურება, თუ როგორ ხარჯავს ვიღაც მილიონებს, შემდგომ კი ამბობს, რომ მოთამაშეებს დიდი დრო სჭირდებათ. შენი ამოცანა გუნდის შექმნაა. მგონია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დონის კლუბისთვის ერთი სეზონი საკმარისია“, – ციტირებს შირერს გაზეთი „The Sun“-ი.