“მანჩესტერ იუნაიტედთან” ნეიმარის თამაში საეჭვოა

თარიღი: იანვარი 25, 2019

“პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური ვებ-გვერდი ნეიმარის სამედიცინო გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს. საბედნიეროდ, ბრაზილიელის ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.

როგორც ცნობილი ხდება, ნეიმარს სავარაუდოდ ადრეულმა ტრავმამ შეახსენა თავი და მოსალოდნელი იყო, რომ ამის გამო რამენიმე თვის გამოტოვება მოუწევდა. თუმცა სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე კვირამდე შემცირდა.

ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა დაზიანება საფრანგეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩში მიიღო (“სტრასბურგთან”) და საკმაოდ დიდია შანსი, რომ მას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება მოუწიოს – საუბარია 12 თებერვალს “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ შეხვედრაზე.

მსგავსი სიახლეები