“მანჩესტერ იუნიატედმა” ნეიმარისთვის 260 მილიონი ფუნტი გაამზადა
“მანჩესტერ იუნაიტედს” “პსჟ”-ს შემტევი, ნეიმარი მოუნდა. ამის შესახებ ინგლლისური პრესა წერს. ჟოზე მოურინიოს მთავარი მიზანი ამ ზაფხულში სწორედ ბრაზილიელი ფეხბურთელი იქნება.
საგულისხმოა, რომ ინგლისური გრანდი მზადაა 260 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. ასევე, პორტუგალილი მწვრთნელი თანახმაა, ტრანსფერში პოლ პოგბაც ჩართოს. ალექსის სანჩესმა “წითელი ეშმაკების” რიგებში ვერ გაამართლა და ესეც უფრო ზრდის “მანჩესტერელების” სურვილს. შესაძლოა, ნეიმარს ხელფასი 30 მილიონი ფუნტი იქნება.
გეტყვით, რომ ნეიმარის შეძენა მადრიდის “რეალსაც” სურს.