“მანჩესტერ სიტი” “ენფილდზე” საიდუმლო გზით მივა
“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა სპეციალური შეხვედრა გამართეს მერსესაიდულ პოლიციასთან, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოთ საკუთარი ფეხბურთელების უსაფრთხოება მოსალოდნელი მატჩის წინ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, “ლივერპულის” ფანებმა “ენფილდისკენ” მიმავალ “მანჩესტერ სიტის” ავტობუსს ქვები დაუშინეს. როგორც ცნობილი გახდა, ეს თავდასხმა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაგეგმილი სოციალური ქსელის მეშვეობით.
ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, “მანჩესტერ სიტი” “ლივერპულის” სტადიონს საიდუმლო მარშრუტით ესტუმრება.