„მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ მეორე წელია, რაც ხელფასებზე ყველაზე მეტს ხარჯავს
„Sporting Intelligence“-ის გამოკვლევის მიხედვით, მსოფლიოს სპორტულ კლუბებს შორის „მანჩესტერ სიტი“ მოთამაშეთა ხელფასებზე ყველაზე მეტს ხარჯავს.
2011/2012 წლების სეზონის ინგლისის ჩემპიონი ყოველ ფეხბურთელს კვირაში საშუალოდ 102,6 ათას ფუნტს უხდის, რაც კვირაში 5,3 მილიონ ფუნტს შადგენს.
აღნიშნული მაჩვენებლით მეორე ადგილი ბეისბოლის კლუბმა „ნიუ-იორკ იანკისმა“ დაიკავა (101,6 ათასი ფუნტი კვირაში და 5,28 მილიონი წელიწადში)
მესამე პოზიციას ბეისბოლის კიდევ ერთი კლუბი „ლოს-ანჯელეს დოჯერსი“ იკავებს (98,4 ათასი ფუტნი კვირაში და 5,1 მილიონი წელიწადში):
1. „მანჩესტერ სიტი“ – 5,3 მილიონი ფუნტი
2. „ნიუ-იორკ იანკისი“ – 5,28
3. „ლოს-ანჯელეს დოჯერსი“ – 5,1
4. მადრიდის „რეალი“ – 4,99
5. „ბარსელონა“ – 4,9
6. „ბრუკლინ ნეტსი“ – 4,48
7. მიუნხენის „ბაიერნი“ – 4,4
8. „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 4,3
9. „ჩიკაგო ბულზი“ – 3,985
10. „ჩელსი“ – 3,984
11. „არსენალი“ – 3,9
12. „ნიუ-იორკ ნიქსი“ – 3,86