”მანჩესტერ სიტი” კუადრადოსთვის ბრძოლაში ერთვება
”მანჩესტერ სიტი” ”ფიორენტინას” ფეხბურთელით, ხუან გილიერმო კუადრადოთი დაინტერესდა. ინფრომაციას ბრიტანული პრესა ავრცელებს.
ფეხბურთელი 26 წლისაა. მის სახელს კი რამდენიმე გუნდს უკავშირებენ (”ბარსელონას, ”რეალსა” და ”მანჩესტერ უნაიტედს”). გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს, კუარდრადოს შეძენასთან კატალონილები ყველაზე ახლოს იყვნენ. საბოლოოდ, ტრანსფერი ”ფიორენტინას” ხელმძღვანელობამ ჩაშალა.
ახლა უკვე ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ”სიტიც” ჩაერთო. მანუელ პელეგრინს სურს კოლუმბიელი ფეხურთელი მისი გუნდის შემადგენლობაში იხილოს. ინგლისელები ტრანსფერში 35 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.
Daily Express-ის ინფორმაციით, ინგლისელებს სურთ ოფიციალური შეთავაზება მანამდე გაუკეთონ იტალიურ მხარეს, სანამ ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
გასულ სეზონში კოლუმბიელმა 43 მატჩი ჩაატარა იტალიურ გუნდში და 13 გოლის გატანა შესძლო. ფეხბურთელი გუნდმა 2012 წელს შეიძინა. კოლუმბიელს კონტრაქტი 2019 წელს ეწურება.