“მანჩესტერ სიტი” მბაპეს ტრანსფერისთვის სარეკორდო თანხას ამზადებს
“მანჩესტერ სიტის” “პარი სენ-ჟერმენიდან” კილიან მბაპეს გადაბირება სურს და ამ ტრანსფერის განსახორციელებლად სარეკორდო თანხას ამზადებს. “დეილი მეილის” ინფორმაციით, “ქალაქელები” მზად არიან, ფრანგი თავდამსხმელის სანაცვლოდ 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 224 მლნ ევრო) გადაიხადონ. აღნიშნული ტრანსფერი შესაძლოა, ზამთარშივე განხორციელედეს.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერად “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” 222 მილიონ ევროდ ნეიმარის გადასვლა ითვლება.
როგორც მოგეხსენებათ, “პარი სენ-ჟერმენმა” კილიან მბაპე გასულ სეზონში “მონაკოდან” ინათხოვრა და 130 მილიონ ევროდ სავალდებული გამოსყიდვის პირობა აიღო.