“მანჩესტერ სიტი” მზადაა, გაბრიელ ჟეზუს ხელფასი გაუორმაგოს
The Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები ძალიან კმაყოფილები არიან გუნდის და წამყვანი ფეხბურთელების ასპარეზობით და მზად არიან, ჯილდოებიც გასცენ.
წყაროს ცნობით, “ქალაქელები” ამჯერად კლუბის სამ ლიდერთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე – საუბარი გაბრიელ ჟეზუსს, დავიდ სილვასა და კევინ დე ბრუინს ეხება.
ჟეზუსის ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად, ის გუნდში 2021 წლამდე უნდა დარჩეს, კლუბმა კი ხელფასის სახით წელიწადში 3,5 მილიონი ფუნტი გადაუხადოს ბრაზილიელ შემტევს. ახალი ხელშეკრულების მიხედვით კი მას ორჯერ მეტი თანხა დაერიცხება ხელფასის სახით. გაიზრდება მისი გამოსასყიდი თანხაც.
რაც შეეხება დავიდ სილვას, ინგლისელები მას ერთი წლით გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს – 2020 წლამდე. გაბრილე ჟეზუსის მსგავსად, ხელფასი გაუორმაგდება დე ბრუინსაც – 12 მილიონი ფუნტი, ექვსის ნაცვლად.