“მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული გუნდია
“მანჩესტერ სიტი” ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ჩემპიონია.
“ქალაქელებს” გუნდის ამჟამინდელ შემადგენლობაზე 775 მილიონი ფუნტ სტერლინგი აქვთ დახანარჯული. შესაბამისად, მიმდინარე გათამაშებაში თითო ქულის მოპოვება საშუალოდ 6,5 მილიონი ფუნტი უჯდებათ.
წინა რეკორდიც “მანჩესტერ სიტის” ეკუთვნის. 2013-2014 წლების სეზონისთვის გუნდმა საჩემპიონო შემადგენლობაზე 414,6 მილიონი ფუნტი დახარჯა, რაც თითოეულ მოპოვებულ ქულაზე საშუალოდ 4,82 მილიონი ფუნტია.