“მანჩესტერ სიტი” – “რომა” – შესაძლოა მატჩი დე სანქტისმა გამოტოვოს
“რომას” მეკარის, მორგან დე სანქტისის თამაში “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კიპერი კუნთების დისკომფორტს განიცდის.
გადაწყვეტილება მიღებული იქნება “რომას” დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, რომლის მერე გავიგებთ ითამაშებს თუ არა მორგანი ინგლისელებთან. დე სანქტისის შესაძლო შემცვლელი კი ლუკაშ სკორუპსკია, რომელმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ორჯერ ითამაშა.