“მანჩესტერ სიტი” სეზონის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა

თარიღი: მაისი 21, 2019

20 მაისს “მანჩესტერ სიტიმ” ქალაქ მანჩესტერში მსვლელობა მოაწყო. ზეიმის დროს, 2018-2019 წლების სეზონის გუნდის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა.

გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ჯილდო ბერნანდო სილვას გადაეცა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა საჩემპიონო წელიწადში, 51 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.

სეზონის საუკეთესო მოთამაშე ფანების ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა. ბერნანდო სილვამ აღიარების შემდეგ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

“დიდი მადლობა ყველას. თქვენ მთელი სეზონის განმავლობაში ძალას გვმატებდით. ფანების გარეშე ამ ტიტულებს ვერ მოვიგებდით. მომდევნო სეზონში შევეცდებით კიდევ უფრო მეტი მოვიგოთ”, – თქვა 24 წლის შემტევმა.

მსგავსი სიახლეები