“მანჩესტერ სიტი” ვერატით დაინტერესდა
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველ მარკო ვერატით “მანჩესტერ სიტი” დაინტერესდა. წყაროს თანახმად, ინგლისური კლუბის სკაუტები უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) იტალიელი ფეხბურთელის თამაშით მოიხიბლნენ და მის მოწვევაზეც დაფიქრდნენ.
მარკო ვერატის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროდ ფასდება.
თავად “პარი სენ-ჟერმენმა” ვერატი 20 წლის ასაკში 11 მილიონ ევროდ შეიძინა. მაშინ ფეხბურთელს იტალიის სერია A-ში ერთი მატჩიც კი არ ჰქონდა ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის იტალიელ ნახევარმცველს პარიზულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.