“მანჩესტერ სიტიმ” “არსენალი” გაანადგურა, დე ბრუინმა გაიბრწყინა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც არასახარბიელო ფორმაში მყოფმა “მეთოფეებმა” “მანჩესტერ სიტი” მიიღეს. გულშემატკივრები დაძაბულ დაპირისპირებას ელოდნენ, სანაცვლოდ კი “ცალკარა” თამაში მიიღეს.
შეხვედრა სრულად სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მეორე წუთზე გაბრიელ ჟეზუსის შორეული გასროლით გაიხსნა, რასაც 15-ე წუთზე კევინ დე ბრუინის საგოლე პასით რაჰიმ სტერლინგის გოლი მოჰყვა.
ყველაფერს კი წერტილი კევინ დე ბრუინმა დაუსვა მე-40 წუთზე, კვლავაც საჯარიმოს გარედან გატანილი გოლით. ტაიმის მიწურულს ბელგიელ სუპერვარსკვლავს ჰეთ-ტრიკის გაფორმების შანსი ჰქონდა, თუმცა ლენომ ბრწყინვალე სეივი განახორციელა. მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა – 0:3.
ამ შედეგით “მანჩესტერ სიტიმ” “ლესტერთან” სატურნირო ცხრილში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა, “ლივერპულთან” კი 14-ქულიანი ჩამორჩენა შენარჩუნდა.