“მანჩესტერ სიტიმ” “არსენალი” საკუთარ მოედანზეც შეარცხვინა (ვიდეო)
როგორც ჩანს, არსენ ვენგერის “არსენალმა” უქმეებზე მიღებული გაკვეთილის (“არსენალი” 0-3 “მანჩესტერ სიტი”) ვერც ერთი ნაწილი ვერ შეისწავლეს და საკუთარ მოედანზე კიდევ უფრო მტკივნეული მარცხი იწვნიეს.
“მეთოფეებმა” ისტორიაში პირველად გაუშვეს 3 გოლი პრემიერ ლიგის მატჩის პირველ ტაიმში – ბერნარდო სილვა 15′, დავიდ სილვა 28′, ლეროი სანე 33′. შეხვედრის მეორე ნახევარში ობამეიანგმა პენალტი ვერ გამოიყენა, მას შემდეგ კი არაფერი შეცვლილა – 0:3.
ასე რომ, “ქალაქელები” მშვიდად მიიწევენ ჩემპიონობისაკენ. მომდევნო ტურში პეპის გუნდი “ჩელსის” მიიღებს, ხოლო “არსენალი” “ბრაიტონს” ეწვევა.
“არსენალი”: პეტრ ჩეხი; კოლაშინაცი, კოშელნი, მუსტაფი, ბელერინი; ჯაკა, რემზი; უელბეკი, იოზილი, მხითარიანი; ობამეიანგი
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი
“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; უოკერი, კომპანი, ოტამენდი, დანილო; დე ბრუინი, გიუნდოგანი, დავიდ სილვა; ბერნარდო სილვა, აგუერო, ლეროი სანე
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა