„მანჩესტერ სიტიმ“ „ბარნლისთან“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა (ვიდეო)

თარიღი: დეკემბერი 28, 2014

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ აუტსაიდერი „ბარნლი“ მიიღო და მოულოდნელად ფრედ 2:2 ეთამაშა.

თანაც, მატჩის პირველი ტიამი მანჩესტერელთა გამარჯვერბით, 2:0 დასრულდა. 22-ე წუთზე ანგარიში დავიდ სილვამ გახსნა. 12 წუთში მასპინძელთა უპირატესობა ფერნანდინიომ გაზარდა.

მეორე ნახევრის უკვე მე-2 წუთზე „ბარლინლიმ“ სხვაობის შემცირება შეძლო – გოლი ბოიდმა გაიტანა. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი ბარნსმა ანაგრიში გაათანაბრა.

საბოლოოდ, 2:2 და „ქალაქელებმა“ „ჩელსის“ წარუამტებლობით ვერ ისარგებლეს, რომელმაც დღეს „საუთჰემპტონთან“ 1:1 ითამაშა.

„მანჩესტერ სიტი“ – „ბარნლი“ 2:2
გოლები: სილვა 22, ფერნანდინიო 34 – ბოიდი 47, ბარნსი 82

მსგავსი სიახლეები