“მანჩესტერ სიტიმ” “ბაზელთან” საქმე ნაადრევად მოაგვარა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე “ბაზელსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის პირველი მატჩი ჩატარდა და შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელებმა წყვილის ბედი საწყის 25 წუთში გადაწყვიტეს. პირველი ტაიმის შუაწელს “ქალაქელები” უკვე ანგარიშით 3:0 იგებდნენ: მე-14 წუთზე სტუმრები ილკაი გიუნდოგანმა დააწინაურა, მე-18 წუთზე ბერნარდუ სილვამ ინგლისელთა უპირატესობა გაზარდა, ხოლო 23-ე წუთზე სერხიო აგუერომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
მეორე ტაიმის დებიუტში გიუნდოგანმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:4.
წყვილის განმეორებითი შეხვედრა, რომელსაც ყოველნაირი ინტრიგა დაკარგული აქვს, “ეტიჰადზე”, 7 მარტს ჩატარდება.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალური ეტაპი (I მატჩი)
“ბაზელი” — “მანჩესტერ სიტი” 0:4 (0:3)
გოლები: გიუნდოგანი 14′, 53′, ბერნარდუ სილვა 18′, სერხიო აგუერო 23′.