“მანჩესტერ სიტიმ” გასვლაზე “ბორნმუთი” დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მესამე ტურის მატჩში პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილი “მანჩესტერ სიტი” “ბორნმუთს” ეწვია. “ტოტენჰემთან” ქულების დაკარგვის შემდეგ ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა რეაბილიტაცია “ალუბლების” დამაჯერებლად დამარცხების ხარჯზე შეძლო.
შეხვედრა სრულად “ქალაქელთა” უპირატესობით მიმდინარეობდა და ედი ჰაუს ბიჭები ამას ვერფრით ეწინააღმდეგებოდნენ. ანგარიში მე-15 წუთზე კუნ აგუეროს გოლით გაიხსნა, რასაც 43-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგის გოლიც დაემატა. ტაიმის მიწურულს უილსონმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ერთი გოლი გაქვითა და ინტრიგაც დააბრუნა მატჩში.
მიუხედავად “ბორნმუთის” გააქტიურებისა, მეორე ტაიმში გამარჯვება კვლავ “მანჩესტერ სიტის” დარჩა. ტაიმის ერთადერთი გოლი 64-ე წუთზე აგუერომ გაიტანა, რის შემდეგაც სტუმრები ძალების დაზოგვით თამაშობდნენ.
ასე რომ, სამი ტურის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” აქტივში 7 ქულაა და მეორე პოზიციაზე მყოფი შეხვდება “ბრაიტონს”. “ბორნმუთის” მომდევნო მეტოქე კი “ლესტერი” იქნება.