“მანჩესტერ სიტიმ” “ჰადერსფილდი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-13 ტური “ჰადერსფილდისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირებამ დახურა, რომელშიც გამარჯვება ჩემპიონატის მოგების მთავარმა ფავორიტმა მოიპოვა, თუმცა გაჭირვებით.
მატჩის პირველი ნახევარი “ქალაქელთა” სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. პეპ გვარდიოლას ბიჭების ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 77 პროცენტი იყო, თუმცა ეს ტაიმი “ჰადერსფილდმა” მოიგო, რომელსაც ერთხელაც არ დაურტყამს მეტოქის კარში. გოლი საკუთარ კარში ნიკლას ოტამენდიმ გაიტანა.
ბუნებრივია, წაგებული ტაიმის შემდეგ სტუმრებმა მასპინძლებზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო – 47-ე წუთზე კუნ აგუერომ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, სტერლინგმა კი თამაშის 84-ე წუთზე შეძლო გამარჯვების გოლის გატანა.
13 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის ცხრილს კვლავ “სიტი” ლიდერობს 37 ქულით და უახლოეს მდევარს (“მანჩესტერ იუნაიტედს”) 8 ქულით უსწრებს, “ჰადერსფილდი” კი 15 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.
მომდევნო ტურში “სიტი” “საუთჰემპტონს” მიიღებს, “ჰადერსფილდი” კი “არსენალს” ეწვევა.