“მანჩესტერ სიტიმ” “ჰადერსფილდი” გაანადგურა (ვიდეო)
“არსენალთან” წარმატებული სტარტის (2:0) შემდეგ, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ კედლებში ახლად აღზევებული “ჰადერსფილდი” მიიღო და ვაგნერის გუნდს განადგურების მწარე გემო აგემა.
მატჩი სრულად “ქალაქელების” უპირატესობით მიმდინარეობდა. საუკეთესო მოთამაშედ ჰეთ-ტრიკის ავტორი სერხიო აგუერო დასახელდა. მას გარდა “სიტის” რიგებში თავი გამოიჩინა დავიდ სილვამ და გაბრიელ ჟეზუსმაც. მეტოქეთ მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი კი სტანკოვიჩი გახლავთ.
ასე რომ, ამ დროისთვის პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში სწორედ კატალონიელი მოაზროვნის პეპ გვარდიოლას კლუბია, რომელიც მომდევნო ტურში “ვულვზს” ეწვევა. ბოლოადგილოსანი “ჰადერსფილდი” კი “კარდიფს” მიიღებს.
“მანჩესტერ სიტი” : ედერსონი; ლაპორტე, კომპანი, სტოუნზი; მენდი, სილვა, გიუნდოგანი, ფერნანდინიო; დავიდ სილვა (მაჰრეზი 64′); აგუერო (სანე 76′), გაბრიელ ჟეზუსი
მთავარი მწვთნელი: პეპ გვარდიოლა
“ჰადერსფილდი” : ჰამერი; სმიტი, შინდლერი, სტანკოვიჩი, კონგოლო; ჰადერგიონაი, პრიტჩარდი, ბილინგი, ლოვი; საბირი (დეპოიტრე 46′)’; მუნიე (სობჰი 84′)
მთავარი მწვრთნელი: დავიდ ვაგნერი
გოლები: აგუერო 25′;35′ 75, გაბრიელ ჟეზუსი 31′ დავიდ სილვა 48′ – სტანკოვიჩი 43′ კონგოლო 84′ (ავტოგოლი)