“მანჩესტერ სიტიმ” მოქმედი ჩემპიონი კიდევ ერთხელ დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “ეტიჰად სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი “მანჩესტერ სიტი” ინგლისის მოქმედ ჩემპიონს, ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდა.
როგორც აფიშას შეეფერებოდა, მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა და მისი ბედი ბერნარდო სილვას მიერ 46-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. საერთო ჯამში, “ქალაქელებისთვის” ეს გამარჯვება სრულიად დამსახურებული იყო.
ასე რომ, ჩემპიონობის მთავარმა კანდიდატმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ტიტულის მოქმედი მფლობელი და დაამტკიცა, რომ ჩემპიონობას ნამდვილად იმსახურებს. ამ დროისთვის “სიტის” უპირატესობა 18-ქულიანი ჰანდიკაპით განისაზღვრება.
“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; ზინჩენკო, ლაპორტე, ოტამენდი, უოკერი; სილვა, გიუნდოგანი, დე ბრუინი; ბერნარდო სილვა, კუნ აგუერო, ლეროი სანე
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი; მოზესი, ფაბრეგასი, დრინქვოთერი, ალონსო; უილიანი, პედრო; ედენ აზარი
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე