“მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ კედლებში “ნიუკასლი” დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ კედლებში რაფაელ ბენიტესის “ნიუკასლი” მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ, თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ “ნიუკასლმა” პრობლემები მაინც შეუქმნა პეპ გვარდიოლას გუნდს.
მანჩესტერელები მთელი მატჩის განმავლობაში წარმოუდგენლად დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველი ნახევარი მაინც ფრედ დასრულდა – სტერლინგის გოლს იედლინმა უპასუხა. გამარჯვების გოლის ავტორი კი კაილ უოკერი გახდა.
პრემიერ ლიგის 2018/19 წლების პირველ ოთხ მატჩში “სიტის” 10 ქულა უგროვდება, “ნიუკასლს” კი მხოლოდ ერთი. მომდევნო ტურში “ქალაქელები” “ფულემს” მიიღებენ, “ნიუკასლი” კი “მეთოფეთა” წინააღმდეგ გამოსცის ძალებს.
“მანჩესტერ სიტი” : ედერსონი; მენდი, ლაპორტე, სტოუნზი, უოკერი; ფერნანდინიო; სტერლინგი, სილვა, მარეზი (გიუნდოგანი 76′); გაბრიელ ჟეზუსი (ბერნარდო სილვა 60′), კუნ აგუერო
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
“ნიუკასლი” : დუბრავკა; იედლინი, ლასკელესი, ფერნანდესი, კლარკი (მერფი 81′), დუმეტი; კენედი (ატსუ 54′), კი, დიამე, პერესი; რონდონი ( ჰოზეული 73′)
მთავარი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი