“მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ კედლებში “უოტფორდი” გაანადგურა (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 15, 2019

პრემიერ ლიგის 22-ე ტური ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა გამარჯვებით დახურა. “ქალაქელებმა” თასებზე მოპოვებული გამანადგურებელი გამარჯვებების შემდეგ, გაკვეთილი “ვულვზს” ჩაუტარეს.

შეხვედრა პეპ გვარდიოლას გუნდის ტოტალური უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიშიც მალევე გაიხსნა, შეხვედრის მე-10 წუთზე გაბრიელ ჟეზუსმა შეძლო პატრისიოს კარის აღება, ნახევარ საათში კი დუბლიც გაიფორმა. თუმცა, დუბლს ბოლის გაძევება უძღოდა, რამაც მასპინძლებს ყველაფერი გაუადვილა.

შეხვედრის მეორე ნახევარიც მსგავსი სცენარით მიმდინარეობდა, თუმცაღა ნაკლები გოლი მივიღეთ შედეგად – ერთადერთი გოლი კოადიმ გაიტანა, ისიც საკუთარ კარში და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 3:0.

ასე რომ, პრემიერ ლიგის 22 ტურის შემდეგ “მანჩესტერ სიტი” 53 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ლივერპულს”. “ვულვზი” კი 29 ქულით მეთერთმეტეა.

მსგავსი სიახლეები