“მანჩესტერ სიტიმ” საშინაო კედლებში “შეფილდი” დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-20 ტურში ჩემპიონობისთვის ბრძოლის პრეტენზიის მქონე “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ კედლებში “შეფილდ იუნაიტედი” მიიღო. “ვულვერჰემპტონთან” მარცხის შემდეგ “ქალაქელებმა” შანსი გამოიყენეს და საკუთარი ფანების წინ რეაბილიტაცია მოახდინეს.
შეხვედრა სრულად მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, იმ განსხვვებით, რომ პირველ ნახევარში პეპ გვარდიოლას შეგირდებმა მეტოქის კარს გასაღები ვერ მოარგეს და შესაბამისად 45 წუთის შემდეგ ანგარიში 0-0 იყო.
მეორე ტაიმში კი “სიტიმ” აგუეროს სწრაფი გოლის ხარჯზე (52′) ნაწილობრივ გატეხა საკმაოდ კონკურენტუნარიანი მეტოქე. ყველაფერს კი წერტილი კევინ დე ბრუინის მიერ 82-ე წუთზე გატანილმა გოლმა დაუსვა.
შედეგად, “სიტიმ” მოპოვებული სამი ქულის ხარჯზე “ლივერპულს” კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება არ მისცა, თუმცა სხვაობა ამ დროისთვისაც ძალიან დიდია – 14 ქულა, თანაც კლოპის გუნდს ერთი მატჩი მარაგში აქვს.