“მანჩესტერ სიტიმ” “საუთჰემპტონთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)
ლუის ენრიკეს “ბარსელონასთან” განადგურების შემდეგ, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” 3 ქულის მოპოვების დიდებული შანსი გაუშვა ხელიდან “საუთჰემპტონთან” გამართულ საშინაო მატჩში, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – მატჩის 27-ე წუთზე ნათან რედმონდმა გამოიჩინა თავი, მეორე ტაიმში კი ანგარიშის გათანაბრება შეცვლაზე შემოსულმა კელეჩი იჰეანაჩომ მოახერხა.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, მოპოვებული 1-1 ქულის შემდეგ “მანჩესტერ სიტი” 20 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა (“ლივერპულთან” და “არსენალთან” ერთად), “საუთჰემპტონი” კი 13 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.
“მანჩესტერ სიტი”: კლაუდიო ბრავო; კოლაროვი, კომპანი, სტოუნზი; სტერლინგი, სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი, სანე; დე ბრუინი (იჰეანაჩო 45′); აგუერო.
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
“საუთჰემპტონი”: ფორსტერი; მარტინა, ფონტე, ვან დეიკი, მაკქვინი; დეივისი, რომეუ, კლასიე; ტადიჩი (ბუფალი 70′); რედმონდი, ჩარლი ოსტინი.
მთავარი მწვრთნელი: კლოდ პუელი