„მანჩესტერ სიტიმ“ ცსკა-ს მინიმალური სხვაობით სძლია
დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მესამე ტურის პირველი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს მოსკოვის ცსკა და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. 32-ე წუთზე ჯო ჰარტის კარის აღება კეისუკე
ჰონდას პასის შემდეგ ზორან ტოშიჩმა მოახერხა. „ქალაქელებმა“ წონასწორობა ორ წუთშივე აღადგინეს, გოლი კი თავის ანგარიშზე სერხიო აგუერომ ჩაიწერა, რომელმაც 42-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა.
შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდებს მეტი გოლი არ გაუტანიათ, მიუხედავად იმისა, რომ შეტევებს ორივე ახორციელებდა.
ცსკა 1:2 „მანჩესტერ სიტი“
გოლები: ტოშიჩი 32′ – აგუერო 34′, 42′
ცსკა: აკინფეევი; ნაბაბკინი, ვიქტორ ბერეზუცკი (ალექსეი ბერეზუცკი 6′), იგნაშევიჩი, შენიკოვი; მილანოვი, ვერნბლოომი; ტოშიჩი, ჰონდა ცუბერი (მუსა 50′); დუმბია
„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი; ნასტასიჩი, საბალეტა, კოლაროვი; ხავი გარსია, ტურე, ფერნანდინიო; ხესუს ნავასი, დავიდ სილვა (ნასრი 79′); ნეგრედო (ჯეკო 72′), აგუერო (კლიში 89′)
გაფრთხილებები: ვერნბლოომი, იგნაშევიჩი, მუსა – ნეგრედო, ტურე, საბალეტა
ამ გამარჯვებით მანუელ პელეგრინის გუნდმა 6 ქულა დააროვა.
დღეს, ამ ჯგუფის მესამე ტურის მეორე შეხვედრაც შედგება – „ალიანც არენაზე“ ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და „ვიქტორია პლზენი“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული თამაში თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ალექსანდრე მატევოსოვი