“მანჩესტერ სიტის” ექს-ფეხბურთელი: “ბრავოს ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროება”
“მანჩესტერ სიტის” ყოფილი მეკარე, ენდი დიბლი თვლის, რომ კლაუდიო ბრავოს ბოლოდროინდელი ჩავარდნები ფსიქოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული და ჩილელს ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროება.
“ინგლისურ ფეხბურთში ტემპი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ლა ლიგაში. ის სწორედ ახლა აანალიზებს, თუ რამდენად მოსაწყენი და მარტოსულია ჩვენი პოზიცია – ამიტომაც ესაჭიროება მას ახლა დახმარება.
გვარდიოლა მას ხშირად უნდა ესაუბრებოდეს, ისევე როგორც მათი მეკარეების მწვრთნელი. ამ ადამიანებმა სპეციალური სამოქმედო გეგმა უნდა შექმნან.
ბრავომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ცუდი არ იქნება, თუ ისინი ფსიქოლოგსაც მიმართავდნენ.” – განაცხადა ენდიმ.