„მანჩესტერ სიტის“ მესის შეძენა შეუძლია“
„მანჩესტერ სიტის“ მეკარის ვილი კაბალიეროს აზრით, მისი კლუბის ხელმძღვანელობას, თეორიულად, „ბარსელონას“ თავდამსხმელის ლიონელ მესის დამატება შეუძლია.
„ამის შესახებ, რა თქმა უნდა, საუაბრი შეიძლება. თუმცა, სანამ არაფერი მოხდა, ყველაფერი ჭორის დონეზე განიხილება. თუ მესი „ბარსელონას“ დატოვებას გადაწყვეტს, არამგონია, „სიტის“ მისი დამატება გაუჭირდეს, მაგრამ ყველაფერი თავად ფეხბურთელის სურვილზე იქნება დამოკიდებული. მასთან ერთად ნაკრებში თამაშის შესაძლებობვა მაქვს. თანაც, მესისთან სერხიო აგუერო მეგობრობს“, – განაცხადა კაბალიერომ.