“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები გუნდიდან ნასრის მოკვეთას ითხოვენ
Daily Mail საკმაოდ საინტერსო ინფორმაციას ავრცელებს რომლის მიხედვითაც, “მანჩესტერ სიტის” ზოგიერთი ფეხბურთელი გუნდიდან სამირ ნასრის მოკვეთას მოითხოვს.
როგორც იცით, პეპ გვარდიოლამ ესამირ ნასრი, რომლის ტრანსფერშიც კლუბმა 2011 წელს 24 მილიონი გადაიხადა, ამერიკული ტურნესთვის შედგენილ განაცხადში შეიყვანა, რამაც სხვა ფეხბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია.
“ქალაქელთა” ერთ-ერთი წევრი ასეთ განცხადებას აკეთებს: “გუნდის წევრებს არ ესმით რატომ არის ნასრი აქ. მისი ამპარტავნობის გამო ის ბევრს არ მოსწონს და ზოგიერთი ფეხბურთელი მის მანჩესტერში გაგზავნასაც მოითხოვს.”
შეგახსენებთ, რომ სამირ ნასრიმ გასული სეზონი “სევილიაში” გაატარა, სადაც ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ფუნქციებს ასრულებდა.