დღის სენსაცია:”ქალაქელები” შინ, “კრისტალ პალასთან” დამარცხდნენ (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-18 ტურის მატჩი “მანჩესტერ სიტისა” და “კრისტალ პალასს” შორის, რომელიც ერთი შეხედვით, მასპინძელთა იოლი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო, სენსაციად გარდაიქმნა.
თავდაპირველად მატჩი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ანგარიშიც პეპ გვარდიოლას ბიჭებმა გახსნეს (გიუნდოგანმა 27-ე წუთზე). თუმცა ყველაფერი 33-ე წუთზე აირია, რისი მიზეზიც შლიუპის გოლი გახდა, რასაც ორიოდ წუთში ტაუნსენდის გოლი მოჰყვა.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში “ქალაქელთა” მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც მილივოიევიჩმა პენალტის გარდასახვა შეძლო (55′). შეხვედრის დარჩენილ ნაწილსი “სიტი” ძალიან აქტიურობდა, თუმცაღა მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა შეძლო – 85-ე წუთზე თავი შეცვლაზე შემოსულმა კევინ დე ბრუინმა გამოიჩინა.
ამ მარცხით, “მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპულთან” ჩამორჩენა ოთხ ქულამდე გაზარდა, “კრისტალ პალასი” კი მე-14 ადგილზე ამოვიდა. მომდევნო ტურში “სიტი” “ლესტერს” ეწვევა, რომელმაც დღეს “ჩელსი” “სტემფორდ ბრიჯზე” დაამარცხა.