“მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულის” სამიზნემ, ჰანდანოვიჩმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

თარიღი: თებერვალი 25, 2017

მილანური “ინტერის” კარის დარაჯმა, სამირ ჰანდანოვიჩმა, რომლის გადაბირების სურვილსაც “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“არასდროს მინანია, რომ “ინტერში” გადმოვბარგდი, არასდროს! ასეთ კლუბში მიპატიჟებაზე ხომ ყველა ფეხბურთელი ოცნებობს.

ვთვლი, რომ “ინტერი” დღესაც შედის ევროპის 5-6 საუკეთესო კლუბში და მჯერა, რომ რაღაც ახალს ვაშენებთ, რაღაც მნიშვნელოვანს.

მინდა აქ დავრჩე, თუნდაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არ გავიდეს,” – აცხადებს 32 წლის მეკარე, რომლის გუნდსაც ამ დროისთვის 6 ქულა აშორებს მესამეადგილოსან “ნაპოლიმდე”.

მსგავსი სიახლეები