“მანჩესტერი” “ბაიერნის” თავდამსხმელს აკვირდება
მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე, შეიძლება “ბაიერნის” თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდეს.
“წითელი ეშმაკები” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერებას გეგმავენ, კერძოდ კი თავდასხმის პოზიციაზე. ერთ-ერთი მთავარი შეძენის კანდიდატი რადამელ ფალკაოა, რომელიც ინგლისურ გუნდში ამჟამად არენდის წესით ასპარეზობს.
მორიგი ვარიანტი კი პოლონელი წინახაზელი, რობერტ ლევანდოვსკია. ფეხბურთელმა “ბაიერნში” გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და გუნდში უკვე მის შემცვლელზეც კი საუბრობენ.
ვან გაალი მზად არის 26 წლის თავდამსხმელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიში “პსჟ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე იხდიდა ამდენივეს, მაგრამ “რეკორდმეისტერებმა” შეთავაზება დაბლოკეს.
გარდა პოლონელი ბომბარდირისა, “მანჩესტერ იუნაიტედი” მუშაობას ედინსონ კავანის ტრანსფერზე განაგრძობს.