“მანჩესტერი” ლუის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 100 მილიონს გამოუყოფს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ ლუი ვან გაალს სრული ნდობა გადაუხადა და მის გაშვებას არ აპირებს, მეტიც ისინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისათვის ჰოლანდიელს 100 მილიონ ევროს გამოუყოფენ. ამ ინფორმაციას De Telegraaf ავრცელებს.
როგორც იცით, ვან გაალი ინგლისურ პრემიერ ლიგაში 2014 წელს გამოჩნდა და მანჩესტერულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას კიდევ ერთი წელი დარჩა “ოლდ ტრაფორდზე”, თუმცა მისი არასახარბიელო ასპარეზობიდან გამომდინარე ბევრი გამოცემა იწერებოდა, რომ ედ ვუდვორდი მასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა.
64 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტის ჩამნაცვლებლად მის ამჟამინდელ ასისტენტს, რაიან გიგზსა და ჟოზე მოურინიოს მოისაზრებდნენ.
გაზეთის ცნობით, ლუი ვან გაალის მთავარი სამიზნე სატრანსფერო ფანჯარაზე რომელუ ლუკაკუ იქნება, რომლის სანაცვლოდაც “ევერტონი” 80 მილიონს ითხოვს.