“მანჩესტერი” წაგებას ეჩვევა
ფავორიტების ერთდროული წაფორხილება, “მანჩესტერის” მორიგი მარცხი და მეთხუტმეტე ტურის სხვა საინტერესო ფაქტები.
42 წლის შემდეგ
“მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავ აგრძელებს გულშემატკივართა გაკვირვებას. რუნის დისკვალიფიკაციის პირობებში მოიესმა გარისკა და ტრავმირებული ვან პერსი დააყენა შემადგენლობაში, თუმცა ამან “წითელ ეშმაკრებს” ვერ უშველა. ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი, ჰოლანდიელის თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლი იყო. ვან პერსის მოიესმა ჩიჩარიტო შეუწყვილა, რომელიც გაცილებით უფრო აქტიური იყო, თუმცა საერთო ჯამში მანჩესტერელებმა ძალიან ცოტა საგოლე მომენტი შექმნეს.
სტუმრება კი თავისი შანსი ჩინებულად გამოიყენეს. საგოლე კომპბინაცია ევრას შეცდომას მოჰყვა. ფრანგმა თავის ფლანგზე სისოკო გაატარა, ამ უკანასკნელმა კარგად შეაფასა სიტუაცია, მშვენიერი პასი გაუკეთა კაბაიეს, რომელმაც ზუსტი დარტყმით მოაგებინა საკუთარ გუნდს.
აღსანიშნავია, რომ “ნიუკასლს” “ოლდ ტრაფორდზე” 1972 წლის შემდეგ არ მოუგია.
“ჩელსის” დამთავრება დააკლდა, “სიტის” მონდომება
ამ უქმეებზე “მანჩესტერ იუნაიტედი” ერტადერთი ფაბორიტი არ იყო, ვინც ქულები დაკარგა. უბრალოდ, ყველაზე ცუდ მგომარეობაში სწორედ “ეშმაკები” არიან. მაგრამ, არც ჟოზე მოურინიოს აქვს ყველაფერი იდეალურად. მისგან ყველა “ჩელსის” გამოცოცხლებას ელოდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელები ცხრილის ზედა ნაწილში არიან, გუნდს პრობელმები არ აკლია. ამაზე გასულ ტურში “სტოუკ სიტისთან” განცდილი მარცხის ადასტურებს. აღნიშნული ფაქტი, პრემიერლიგის ისტორიაში პირველად მოხდა.
პირველ ტაიმში “ჩელსი” შესანიშნავად გამოიყურებოდა, უამრავ მომენტსაც ქმნიდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში “არისტოკრატების” შემტევები სცოდავდნენ. ლონდონელებმა უმარავი მომენტი გაატანეს ქარს და შემდეგ დაისაჯნენ კიდევაც.
ლონდონელებმა კი მოახერხეს გოლის გატანა, თანაც ორჯერ. დუბლი შურლემ გაიფორმა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. “სტოუკი” იმ საღამოს შეუდარებელი იყო და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ “მანჩესტერ სიტი” გათამაშებას უპასუხისმგებლოთ ეკიდება. გარკვეული თამაშები ქალაქელებმა “არსენალზე” უკეთააც ჩაატარეს მიმდინარე სეზონში, თუმცა ასეთ მშვენიერ ფეხბურთს ჩაგდებული თამაში მოსდევდა.
“საუთჰემპტონი” “სიტის” 8 ტრავმირებული ფეხბურთელი არყოფნის ფონზე დაუხვდა. და მაქსიმუმი რაც სტუმრებმა შეძლეს ერთი ქულის წამოღება იყო. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ოსვლადოს ბრწყინვალე გოლი.”სიტიმ” კი მორიგი გასვლითი მატჩი ჩააგდო.
ავტოგოლების საღამო
“არსენალის” კონკურენტებისთვის საბედნიეროდ, ქულები გათამაშების ლიდერმაც დაკარგა. თუმცა, მეთოფეებმა ეს ლიდერებში მყოფ “ევერტონთან” მატჩი ქნეს. პირველი ტაიმი სტუმრების უპირატესობით მიმდინარეობდა, ბურთს “ევერტონი” აკონტროლებდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. მეორე შეხვედრაში თამაში გაიხსნა და მეკარეებსაც საქმე გამოუჩნდათ. პირველი გოლი ოზილმა გაიტანა, თუმცა დეულოფეუმ ულამაზესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
ერთადერთი ფავორიტი, ვინც ქულები არ დაკარგა “ლივერპული” იყო. “მერსისაიდელებმა” დამაჯერებლას სძლიეს “ვესტ ჰემს”. მატჩი საკმაოდ სახალისო გამოდგა. გულშემატკივრება სამი ავტოგოლი იხილეს. “ლივერპულიდან” თავი შკრტელმა “გამოიჩინა”, “ვესტ ჰემიდან” კი დემელმა და ო’ბრაიენმა.
07/12/13
მანჩესტერი 0-1 ნიუკასლი
გოლი: კაბაიე 61’
კრისტალ პელასი 2-0 კარდიფ სიტი
გოლები: ჯერომე 6’ ; შამახი 58’
ლივერპული 4-1 ვესტ ჰემი
გოლები: დემელი 42’ (ს.კ. 1:0); სახო 47’ (2:0); შკრტელი 66’ (ს.კ. 2:1); სუარესი 81’ (3:1); ობრაიენი 84‘ (ს.კ. 4:1)
საუთჰემპტონი 1-1 მანჩესტერ სიტი
გოლები: აგუერო 10’ (0:1); ოსვალდო 42’ (1:1)
სტოუკ სიტი 3-2 ჩელსი
გოლები: შურლე 9’ (0:1); კრაუჩი 42’ (1:1); აირლანდი 50’ (2:1); შურლე 53’ (2:2); ასაიდი 90’ (3:2)
ვესტ ბრომვიჩი 0-2 ნორვიჩი
გოლები: ჰუპერი 13’ ; ფერი 89’
სანდერლენდი 1-2 ტოტენჰემი
გოლები: ჯონსონი 37’ (1:0); პაულინიო 43’ (1:1); ოში 50’ (ს.კ. 1:2)
08/12/13
ფულემი 2-0 ასტონ ვილა
გოლები: სიდველი 21’ ; ბერბატოვი 30’
არსენალი 1-1 ევერტონი
გოლები: ოზილი 80’ (1:0); დეულოფეუ 84’ (1:1)
10/12/13
სუონსი – ჰალ სიტი