“მანჩესტერი” ჟერომ ბოატენგით ინტერესდება
“მანკუნიანელები” დაცვის ხაზის გაძლიერებას გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და “ბაიერნის” მცველის ხარჯზე ცდილობენ.
“მანჩესტერის” ხელმძღვანელები ეძებენ ისეთ მცველს, რომელიც უკანახაზში ნამდვილი ლიდერი იქნება. ასეთი კი მათ ჟერომ ბოატენგი იპოვეს.
წყაროს თანახმად, “წითელი ეშმაკები” უკვე შეხვდნენ 26 წლის ფეხბურთელის წარმომადგენელს და მოლაპარაკება გამართეს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.
ამას გარდა, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლაციოს” ჰოლანდიელი მცველით, სტეფან დე ვრეით ინტერესდება.