“მანჩესტერიდან” ჩიჩარიტოს წასვლის მიზეზი ვან გაალი ყოფილა
მექსიკელმა თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ლევერკუზენის “ბაიერში” გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
“მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლას არ ვაპირებდი, თუმცა თამაში მინდოდა. ლუი ვან გაალმა მითხრა, რომ ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელმად არ მომიაზრებდა და განაცხადში ჩემი ყოფნის მხოლოდ ერთი პროცენტი არსებობდა. ამიტომ, რაღაც სასწრაფოდ უნდა შემეცვალა. “ბაიერში” გადავედი. ამ ნაბიჯს არ ვნანობ, რადგან ვხედავ, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ”, – ციტირებს ჩიჩარიტოს სიტყვებს Goal.com-ი.
ხავიერ ერნანდესმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 17 გოლი გაიტანა.