“მანჩესტერის” 120,000-იანმა შნეიდერლინმა ხელი გამყიდველს სთხოვა, რომელიც საათში 10 ფუნტს იღებს
გოგო ერთი ჩვეულებრივი გამყიდველი იყო, რომელიც სულ რაღაც 10 ფუნტს გამოიმუშავებდა ‘ადიდასის’ მაღაზიაში, რომელიც “მანჩესტერ სიტი ცენტრში” მდებარეობდა. ბიჭი – “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავი, რომელიც კვირაში 120,000 ფუნტს იღებს ხელფასის სახით. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო ეს ორი ადამიანი, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.
ახლა კი, კამილე სოლდი მორგან შნეიდერლინზე დასაქორწინებლად ემზადება, მას შემდეგ, რაც ფრანგი ფეხბურთელი მის წინაშე დაიჩოქა და ხელი სთხოვა.
ასე რომ, მათმა რომანმა შესაფერისი დასასრული ჰპოვა, დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. ამის შესახებ მისის სოლდმა თავის ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია: “გასაოცარი საღამო შესანიშნავ ადგილას. მხოლოდ ჩვენ და ტალღების ხმა… ჩემს გრძნობებს ვერ ავღწერ… სიტყვები არ მყოფნის, უბრალოდ ყველაფერი ირეალურია… თავს ყველაზე იღბლიან ქალად ვგრძნობ… #love #amour #reallove #happiness #engagmentring #29mars2016 #infinity #8.‘
Daily Mail