“მანჩესტერის” ოთხმა ფეხბურთელმა მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა – ევრამ, სმოლინგმა, ვიდიჩმა და ფელაინიმ მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვეს. შეგახსენებთ, რომ “ეშმაკები” ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დონეცკის “შახტარს” დაუპირისპირდებიან.
ამ ოთხეულის გარდა, კვალვ ვერ ვარჯიშობს მაიკლ ქერიქი.
ა ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად “მანჩესტერს” მინიმუმ ფრე სჭირდება უკრაინელებთან შეხვედრაში.