“მანჩესტერმა” დე ხეას შემცვლელი იპოვა
“მანკუნიანელები” აქტიურად ეძებენ მეკარეს, რომელიც ზაფხულში გუნდიდან წასულ დავიდ დე ხეას ჩაანაცვლებს.
გუშინ სხვადასხვა მედია-საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ესპანელმა მეკარემ “სამეფო გუნდთან” წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
იმ ფონზე, რომ “წითელი ეშმაკები” ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდნენ, მათ ძლიერი კიპერი სჭირდებათ, ამიტომაც უკვე შეარჩიეს რამდენიმე ვარიანტი.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, ლუი ვან გაალი “ჩელსის” მეკარის, პიტერ ჩეხის გაფორმებას ეცდება. სათადარიგო ვარიანტად კი ასმირ ბეგოვიჩი(“სტოკი”) და უგო ლორისი ჰყავს(“ტოტენჰემი”).