მანჩესტერმა ლონდონში მოიგო
პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის “არსენალმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც მასპინძელთა კარნახით წარიმართა, “მანჩესტერმა” შეხვედრაში გარდატეხის შენატა შეძლო და 56-ე წუთზე დაწინაურდა. საკუთარ კარში ბურთი გიბსმა ჩაჭრა. “არსენალი” გათანაბრებას ცდილობდა, თუმცა 85-ე წუთზე კონტრშეტევა გამოეპარა და რუნიმ საკუთარი გუნდის უპირატესობა oრამდე გაზარდა.
მატჩის ძირითად დროს მაიკ დინმა 8 წუთი დაამატა, რა დროსაც ლონდონელებმა ერთი გოლის გატანა შეძლეს. ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებლმა ოლივიე ჟირუმ ულამაზესი დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მეტის გაკეთება ვენგერის შეგირდებმა ვეღარ მოასწრეს.
არსენალი 1-2 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: გიბსი 56′ (ს.კ. 0:1); რუნი 85′ (0:2); ჟირუ 90+5′ (1:2)