მანჩესტერულ დერბიში “ქალაქელებმა” იმარჯვეს (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეთორმეტე ტური ცენტრალურმა მატჩმა – მანჩესტერულმა დერბიმ – დახურა. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და შედეგიც ლოგიკური გახლდათ.
ანგარიში შეხვედრის მეთორმეტე წუთზე დავიდ სილვამ გახსნა ბერნარდოს პასის შედეგად. გაშვებულ გოლს პირველ ტაიმში ჟოზე მოურინიოს გუნდმა ვერაფრით უპასუხა, მეტიც კარში ერთხელაც ვერ დაარტყა.
მატჩის მეორე ნახევარი აგუეროს გოლით გაიხსნა (48′), რის შემდეგაც “მანჩესტერ იუნაიტედმა”, კერძოდ ანტონი მარსიალმა, ერთი გოლი პენალტით გაქვითა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე, ილკაი გიუნდოგანმა დააფიქსირა.
ასე რომ, 12 ტურის შემდეგ “მანჩესტერ სიტი” სატურნირო ცხრილს ლიდერობს, “იუნაიტედი” კი 20 ქულით მერვე ადგილზეა.