მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ „იუნაიტედი“ გაანადგურა

თარიღი: სექტემბერი 22, 2013

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა „ეტიჰადზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ სიტიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიიღო და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მე-16 წუთზე ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი გოლით თავი იაია ტურემ გამოიჩინა. მატჩის მეორე ნახევრის დებიუტში აგუერომ დუბლი გაიფორმა, სამი წუთის შემდეგ კი გოლის გატანა სამირ ნასრიმაც მოახერხა. ერთადერთი რამ, რაც „წითელმა ეშმაკებმა“ შეძლეს, ეს პრესტიჟის გოლის გატანა გახლავთ. 87-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით ერთი ბურთი უეინ რუნიმ გაქვითა – 4:1.

ეს პირველი მანჩესტერული დერბი იყო როგორც გუნდების მთავარი მწვრთნელებისთვის, ასევე ცალკეული მოთამაშეებისთვის – მარუან ფელაინი („იუნაიტედი“), ხესუს ნავასი („სიტი“), ალვარო ნეგრედო („სიტი“) და ფერნანდინიო („სიტი“). სათქმელია, რომ ნეგრედომ თავისი პირველი მანჩესტერული დერბი ორი საგოლე პასით აღნიშნა. ხესუს ნავასმა კი ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. საზარდულის ტრავმის გამო, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო რობინ ვან პერსიმ.

5 ტურის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ 10 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი 7 ქულა დარჩა და მე-8 პოზიციამდე დაქვეითდა.

ინგლისის პრემიერლიგა
V ტური
„მანჩესტერ სიტი“-„მანჩესტერ იუნაიტედი“ 4:1 (2:0)

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, კომპანი, ზაბალეტა, კოლაროვი, ნასტასიჩი, ნასრი, იაია ტურე, ხესუს ნავასი (მილნერი 71′), ფერნანდინიო, აგუერო (ხავი გარსია 86′), ნეგრედო (ჯეკო 75′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა. სმოლინგი, კერიკი, ვალენსია, იანგი (კლევერლი 51′), ფელაინი, რუნი, უელბეკი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

გოლები: აგუერო 16′, 47′, ტურე 45+1′, ნასრი 50′ – რუნი 87′.
გაფრთხილებები: ნასტასიჩი 5′ – რუნი 30′, ვალენსია 70′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ამ ბიჭს ვერაფერი შეაჩერებს! 24 სანტიმეტრით მაღალი ვეგჰორსტიც არ შეიმჩნია (ვიდეო)

“ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი 2-2 დასრულა. ერთ-ერთ მომენტში 1.73მ-ის გავიმ 1.97მ-ის ვეგჰორსტს თავზე დუელიც მოუგო. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მთავარი სამიზნე! საუდის არაბეთი კვარას სანაცვლოდ უკვე 70 მილიონს იხდის

ცნობილი გამოცემა Football Insider წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ნიუკასლი” ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას შეეცდება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა ლორისს შეცვლის თუ დე ხეას?

“პირველი არხის” პოდკასტში გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ “ვალენსიაში” მამარდას მომავალზე და ინგლისური კლუბებიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” ოსიმენში იმდენს გადაიხდის, რამდენსაც “ნაპოლი” მოისურვებს

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ჩელსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც არ აპირებს ტემპის დაგდებას და მზად არის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” კვარაცხელიას დამატებას სერიოზულად განიხილავს

ინგლისური პრესის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განსაკუთრებულ აქტიურობას აპირებს და რამდენიმე ვარსკვლავის...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა კვარაცხელიას გრილიშის შემცვლელად განიხილავს

CalcioMerato-ს ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” ხვიჩა კვარაცხელიას დამატების მსურველთა რიგში დიდი ხანია ჩაეწერა და მას დიდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თავში ხელები წაიშინა – გვარდიოლამ წყლის ბოთლს ფეხი ამოარტყა და მოწინააღმდეგეს გაარტყ

“მანჩესტერ სიტიმ” “ლიდსი” 3-1 დაამარცხა. ერთ-ერთ მომენტში გაბრაზებულმა პეპ გვარდიოლამ ფეხი წყლის ბურთს დაარტყა, რომელიც [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემილიანო მარტინესს “ასტონ ვილა” გუნდიდან აგდებს?

მსოფლიო ჩემპიონი, ემილიანო “დიბუ” მარტინესი, შესაძლოა, “ასტონ ვილადან” გაუშვან. ინგლისური პრესის ინფორმაციით, უნაი ემერის მარტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქებაძე: “სამინისტრომ მილოცვა უკან წაიღო და Facebook-ზე პოსტი წაშალა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში, ელენე ქებაძე სპორტის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქებაძემ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არ გამოვიდა რონალდო? გამოვა კვარა! საუდის არაბეთი ქართველის სანაცვლოდ 50 მილიონს იხდის

ცნობილი ინგლისური გამოცემა Times წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ “ნიუკასლი” 50 მილიონ ფუნტს (58 მილიონი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულმა” მოიგო, თუმცა ყველა ამ მომენტზე საუბრობს – რა გაუკეთა ხვიჩამ

ხვიჩა კვარაცხელიასა და “ლივერპულის” მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ურთიერთობა კვლავ გრძელდება. ხვიჩამ მთელი თამაში ტრენტი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

შემტევებში საუკეთესო – რა შეფასება დაუწერეს კვარას?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში “ნაპოლი” “ლივერპულს” ესტუმრა და 0-2 დამარცხდა. გოლები სალაჰისა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდი ყველაფერს უარყოფს

“მანჩესტერ სიტის” მარცხენა მცველი ბენჟამინ მენდი, რომელიც 7 ქალის გაუპატიურებაში არის ბრალდებული, სასამართლო სხდომაზე დანაშაულს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯიუნტოლი რონალდოზე: “არავის ყიდვა არ გვჭირდება”

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ რონალდოს “ნაპოლიში” გადასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდო “ნაპოლიში” წავა? კრიშტიანო მზად არის ხელფასი შეიმციროს

ბრიტანული The Sun-ის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, იანვარში “ნაპოლიში” გადავიდეს. როგორც გამოცემის წყარო იტყობინება, პორტუგალი...
წაკითხვა