მანჩესტერული დერბი “იუნაიტედმა” მოიგო (ვიდეო)
ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ეტიჰადზე” შედგა, სადაც “მანჩესტერ სიტიმ” თანაქალაქელი და უმთავრესი მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მე-16 წუთზე “წითელი ეშმაკების” 18 წლის თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა გაიტანა – 0:1.
“ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ორი იძულებითი ცვლილება განახორციელა: 26-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგი დაშავდა, რომელიც ფერნანდომ ჩაანაცვლა, 50-ე წუთზე კი ტრავმირებული ჯო ჰარტი ვილი კაბალიეროთი შეცვალეს.
ამ გამარჯვების შემდეგ “იუნაიტედს” აქტივში 50 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია. “სიტი” 51 ქულით მე-4 ადგილზეა.
ინგლისის პრემიერლიგა
31-ე ტური
“მანჩესტერ სიტი” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 0:1 (0:1)
გოლი: რაშფორდი 16′.
გაფრთხილებები: მანგალა 76′ — სმოლინგი 10′.