მანჩესტერული დერბი “ქალაქელთა” გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტური მანჩესტერულმა დერბიმ დახურა, რომელიც სეზონის ცენტრალურ დაპირისპირებად მიიჩნია. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება “ქალაქელებს” დარჩათ და სატურნირო ცხრილში “წითელ ეშმაკუნებთან” არსებული სხვაობა 11 ქულამდე გაზარდეს.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში სტუმრებმა, შეხვედრის 43-ე წუთზე გახსნეს (დავიდ სილვამ), რასაც ოთხ წუთში მარკუს რაშფორდმა უპასუხა. გამარჯვების გოლი კი თამაშის 54-ე წუთზე ნიკლას ოტამენდიმ გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მომდევნო ტურში პეპ გვარდიოლას გუნდი გათამაშების ერთ-ერტ აუტსაიდერს, “სუონსის” ეწვევა, ჟოზე მოურინიოს ბიჭები კი ბორნმუთს დაუხვდებიან.
“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; იანგი, როხო (ლინდელოფი 46′) , სმოლინგი, ვალენსია; მატიჩი, ანდერ ერერა; რაშფორდი, ლინგარდი (იბრაჰიმოვიჩი 76′), მარსიალი; ლუკაკუ
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; უოკერი, ოტამენდი, კომპანი (გიუნდოგანი 46′), დელფი; დე ბრუინი, ფერნანდინიო, სილვა; სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუსი (მანგალა 58′), სანე (ბერნარდო სილვა 88′)
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა