მანჩესტერული გრანდები საულის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

თარიღი: მარტი 19, 2020

მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა, შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგის წამყვან კლუბში გააგრძელოს.

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo ირწმუნება, რომ ფეხბურთელის გადაბირბის სურვილს როგორც “მანჩესტერ სიტის” ასევე “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულის შემდეგ აქტიურად ცდილობს საულისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა ფეხბურთელი ჯერჯერობით ამაზე არ ფიქრობს.

საულსა და “როხიბლანკოს” შორის არსებული ამჟამინდელი ხელშეკრულების მიხედვით ესპანელი მადრიდში 2026 წლამდე უნდა დარჩეს. მისი გამოსასყიდი თანხა კი 150 მილიონ ევროს შეადგენს.



მსგავსი სიახლეები