მანჩინი: „იმედია, პოდოლსკი ოპტიმალურ ფორმაში ჩადგება“
„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ „ფიორენტინასთან“ წაგების მიზეზებზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ ლუკას პოდოლსკის იპტიმალურ ფორმაში ჩადგომას იმედოვნებს.
„ვიცოდით, რომ „ფიორენტინა“ ძლიერი გუნდია. ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო. ჩვენი პრობლემა იმაში გამოიხატებოდა, რომ მატჩის დასაწყისში თავდაჯერებულები არ ვიყავით. აგრესიულად ვერ ვთამაშობდით.
სასტარტო შემადგენლობაში პოდოლსკის ნაცვლად შაკირი უნდა გამომეყვანა. ლუკასი გაცილებით უკეთესად უნდა თამაშობდეს. იმედია, იგი ოპტიმალურ ფორმაში ჩადგება“, – განაცხადა მილანური კლუბის დამრიგებელმა.