მანჩინი: „ინტერმა“ „ნაპოლისთან“ წაგება არ დაიმსახურა“
„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩნიმ „ნაპოლისთან“ ანგარიშით 1:2 წაგებული მატჩი შეაფასა.
„ვფიქრობ, პირველი 15 წუთს თუ არ ჩავთვლით, ჩინებული მატჩი გვქონდა. დასაწყისში, გაშვებული გოლის შემდეგ, თამაში თანაბარი იყო, „ნაპოლის“ ჩვენთვის პრობლემა არ შეუქმნია, მიუხედავად იმისა, რომ „სკუდეტოსთვის“ ბრძოლაში ერთ-ერთ ფავორიტია.
ნაგატომოს წითელი ბარათი აბსურდულია. ეს მსაჯის შეცდომაა, რადგან იაპონელმა პირველი ყვითელი მაშინ მიიღო, როდესაც კალეხონი სიმულირებდა.
იგუაინი ბრწყინვალე თავდამსხმელია, მას ნახევარი შანსი სჭირდება, რათა გოლი გაიტანოს. გუნდის კარგ შედეგს სწორედ ის განაპირობებს, ისევე, როგორც პეპე რეინა.
„ნაპოლისთან“ არათანაბარი შემადგენლობითაც მეტოქის კარს ვუტევდით. ეს რთული შეხვედრა იყო, რომელშიც წაგება არ დავიმსახურეთ“, – ციტირებს მანჩინის „Football Italia“.