მანჩინი “ინტერს” ძირითად სქემას უცვლის
როგორც მოგეხსენებათ, მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარი რობერტო მანჩინიმ ჩაანაცვლა.
მანჩინიმ “ნერიაძურის” ხელმძღვანელის ამპლუაში ჩატარებულ პირველივე ვარჯიშზე მოისურვა გუნდის განლაგების შეცვლა.
შაბათს ჩატარებულ ვარჯიშზე “ინტერის” ახალმა თავკაცმა 4-3-1-2 სქემა მოსინჯა.
მილანური კლუბის ნომინალური შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: კარისო, ნაგატომო, ვიდიჩი, ჟუანი, დოდო, ობი, მვილა, გუარინი, პალასიო, იკარდი, ოსვალდო.
შეგახსენებთ, რომ “ინტერის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი გუნდს სამი ცენტრალური მცველით ათამაშებდა.
რობერტო მანჩინი “ინტერს” 2004–2008 წლებშიც ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში მან გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორ-ორჯერ კი ქვეყნის თასსა და სუპერთასს დაეუფლა.
აქვე აღსანიშნავია, რომ “ინტერის” თავკაცის პოსტზე დაბრუნებულ მანჩინის სადებიუტო მატჩი 23 ნოემბერს თანაქალაქელი “მილანის” წინააღმდეგ ელის.