მანჩინი: „კონტრაქტის გაწყვეტა შემიძლია“
„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ კლუბის მხრიდან მის მიმართ პრეტენზიების შემთხვევაში, მზადაა, თავისი პოსტი დატოვოს.
„თუ ყველა კმაყოფილია, დავრჩები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს დავტოვებ. თუ ვინმეს ჩემთან კითხვა აქვს, კონტრაქტის გაწყვეტა შემიძლია, თუმცა ამჟამინდელ პირობებში მუშაობა ძნელია.
ეს საკითხი ერიკ ტოხირთან უნდა განვიხილო და გავიგო, რა გადაწყვეტილების მიღება შეიძლება“, – ციტირებს მანჩინის „Football-Italia“.